თორნიკე ოქრიაშვილი 13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და „გაგრაში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ოქრი გასული წლის ზაფხულის შემდეგ უკლუბოდ იყო, მას მერე, რაც „აპოელი“ დატოვა და სამხრეთკორეულ „ჩონბუკში“ პრაქტიკულად გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაიშალა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მის კარიერაში პაუზის პერიოდი დასრულებულია.
თორნიკე ოქრიაშვილი ბოლოს „აპოელში“ თამაშობდა, მანამდე კი ფამაგუსტას „ანორთოსისის“, „კრასნოდარის“, „ეშკეშეჰირსპორის“, „გენკის“, ჩერნომორეცის“, „ილიჩეცივისა“ და „შახტარის“ ღირსებას იცავდა. კარიერა მან სწორედ „გაგრაში“ დაიწყო, სადაც 2009-2010 წლებში 24 თამაშში 1 გოლი მიითვალა. „გაგრა“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 26 თებერვალს, „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილს 50 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა.