ფეხბურთი

21:14 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ფინანსურ დარღვევებზე თავს საარბიტრაჟო სასამართლოში დაიცავს

„მანჩესტერ სიტი“ ფინანსურ სანქციებს თუ დაუწესებენ, თავს დაიცავს და გადაწყვეტილებას CAS-ში გაასაჩივრებს.

ინგლისური კლუბი ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაშია ბრალდებული. როგორც ირკვევა, 2009-2018 წლებში „სიტის“ 100-ზე მეტი ფინანსური დარღვევა აღენიშნება და თუ ბრალი დაუმტკიცდა, შესაძლოა, სერიოზული სანქციები დაეკისროს.

საუბარია, როგორც ქულების დაკლებაზე, უარეს შემთხვევაში კი პრემიერლიგიდან დაქვეითებაზე. მანჩესტერელები დარწმუნებული არიან, რომ წესები არ დაურღვევიათ და თავს დაიცავენ.

აღსანიშნავია, რომ CAS-მა „მანჩესტერ სიტი“ 2020 წელს უკვე გაამართლეს, როდესაც უეფამ კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა, მაგრამ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა ბრალდება მოეხსნა, იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და პირველად თავის ისტორიაში ფინალშიც გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116248