ფეხბურთი

19:26 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერსა და ნაგელსმანს შორის ურთიერთობა დაძაბულია

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანსა და კაპიტან მანუელ ნოიერს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ამის შესახებ Kicker-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, მათ შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია, ნოიერის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ კი კიდევ უფრო გაუარესდა. ნოიერი უკმაყოფილოა, რომ ნაგელსმანი უფრო ახლოს იოზუა კიმიხთანაა და გუნდს იდეებს მისი მეშვეობით უზიარებს.

გერმანული გამოცემა იტყობინება, რომ ფეხბურთელთა ნაწილი ნოიერის მხარესაა და მეკარეს მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა რამდენიმე დღის წინ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის გუნდიდან გათავისუფლების გამო. 36 წლის გერმანელ მეკარეს ფეხი აქვს მოტეხილი და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.

0.114047