სხვა

13:06 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იკა სულამანიძე და უტა ფონიავა კარატეში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული არიან

კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში კარატეში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა კარატისტებმა, იკა სულამანიძემ და უტა ფონიავამ ოქროს მედლები მოიპოვეს.



-კუმიტეს 61 კგ. წონით კატეგორიაში ფონიავამ ფინალში პოლონელ დომინიკ ძიუდას სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

-67 კგ. წონით კატეგორიაში, ასევე კუმიტეში, სულამანიძემ ესტონელი ტან მარკუს ოიალა დაამარცხა და ისიც ოქროს მედალს დაეუფლა.

ტურნირში, რომელიც 3-დან 5 თებერვლის ჩათვლით იმართებოდა, კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. -75 კგ. წონაში ვალიკო ფონიავამ მე-5 ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც 6 ოქროს და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველომ ტურნირი 2 ოქროს მედლით მე-10 ადგილზე დაასრულა.

იუნიორთა და კადეტთა ევროპის მომდევნო ჩემპიონატი 2024 წელის, საქართველოში გაიმართება.

თეგებიკარატე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133847