სხვა

12:40 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილმა გოლფის სადებიუტო ტურნირი ოცეულში დაასრულა

უელსელმა ყოფილმა ფეხბურთელმა Pebble Beach Pro-Am-ის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და ასპარეზობა მე-16 ადგილზე დაასრულა.



ძლიერი კარის გამო კალიფორნიაში მიმდინარე ტურნირი შემცირებული ფორმატით ჩატარდა. გოლფის მოთამაშეებს 54 ხვრელში ჰქონდათ ბურთი ჩასაგდები. გარეთ ბეილმა ტურნირი -16 ქულით დაასრულა:

„ბოლო კვირები გასაოცარი იყო. კომპლიმენტები, რომელსაც ხალხი მიძღვნის, გასაოცარია. მათი გულშემატკივრობისგან ცოტა მეტი ზეწოლაც კი მქონდა“ - განაცხადა უელსელმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ 1 თვის წინ გამოაცხადა და ისიც განაცხადა, რომ ამიერიდან გოლფს უფრო მეტ დროს დაუთმობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129239