ფეხბურთი

10:59 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Spazionapoli: "ერთი მოქანდაკე და მეორე მხატვარი, შორიდან ჩამოსული უცნაური დუეტი"

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი ბრწყინავს და ნეაპოლურმა გამოცემა Spazionapoli-მ მათ შესახებ მოკლე წერილი გამოაქვეყნა.

გამორჩეულია გამოცემის სათაური, რომელშიც ერთი მოქანდაკესთან, მეორე კი მხატვართანაა გაიგივებული.

„ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, შორიდან ჩამოსული უცნაური დუეტი. შეუდარებელი და საქმე მხოლოდ სტატისტიკაში არ არის. 27 გოლი და 18 საგოლე პასი ორივეს საერთო ჯამში შიშს იწვევს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი შემტევი დუეტის ძალის ასახსნელად, რომელიც ფაქტობრივად იერარქიას არღვევს.

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია.

ცოტა ხნის წინ უცნობი, დღეს კი უნივერსალური ენის პროფესორები. ისინი მსოფლიო ფეხბურთში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან. ორივე შორიდან ჩამოვიდა, როგორც ჩანს, ზუსტი მისიით: ევროპის დაპყრობა და ნეაპოლის აღტაცება. თანამედროვე ფეხბურთის შესანიშნავი ინტერპრეტატორები.

ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ერთი პოეტი, მეორე მწერალი.

მათკენ მიმართული პროჟექტორებით შეიძლება დაბრმავდე, მაგრამ მათ გაუვალი მთებიც უნდა დაიპყრონ, იმიტომ, რომ „ნაპოლის“ და ნეაპოლელებს სურთ ქუჩებში სიხარულის ყვირილი, ჩახუტება და ტირილი. ნეაპოლს გონების დაკარგვა სურს და ნეაპოლს ბოლო წლების ყველაზე ლამაზი სიზმრიდან გამოღვიძება არ სურს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს, უშუალოდ სერია A-ში კი, 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა - სტატისტიკა დიდებულია. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში საგოლე პასებით (9) პირველ ადგილზე სწორედ ქართველი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111676