სხვა

0:23 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ პოელი ციკლო-ქროსში მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა

ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა ციკლო-ქროსის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლის მიწურულს, დაძაბულ პაექრობაში აჯობა ბელგიელ ვუტ ვან აერტს და ველოსპორტის ამ სახეობაში მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ფინიშის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში, „სამიდან ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი“ იყო.

ტიტულის ბედი საფინიშო სპრინტმა გადაწყვიტა. ვან დერ პოელმა 50 000 თანამემამულე ფანის თვალწინ შეძლო მეტოქის უკან ჩამოტოვება და ჰოლანდიაში მიმდინარე ჩემპიონატზე, ადგილობრივ მრბოლთა ჰეგემონია გააგრძელა.

მასპინძლებმა ჯერ ექვსი მრბოლისგან შემდგარ ესტაფეტაში მოიპოვეს ოქროს მედლები, შემდგ კი ქალთა შორის, კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავეს. ამჯერად ჩემპინატზე არ იასპარეზა მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტომ პიდკოკმა, ვინც საგზაო ველორბოლების სეზონისთვის ემზადება.

ვან დერ პოელსა და ვან აერტს შორის, რბოლის მიწურულს დაძაბული სპრინტი გაიმართა. ფინიშამდე 120 მეტრი რომ რჩებოდა, ვან აერტმა შეუტია და დაახლოებით ორი ბაიკის სიგრძით აჯობა მეტოქეს. მესამე ადგილი ბელგიელმა ელი ისერბიტმა დაიკავა.

ვან დერ პოელი ტურ დე ფრანსის სამგზის ვიცე ჩემპიონის, რეიმონდ პოლიდორის შვილიშვილია. მას წინა ოთხი ტიტული 2015, 2019-2021 წლებში აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113628