ძიუდო

20:25 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილის ოქროს მედალი პარიზის გრანდ სლემზე

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის დედაქალაქში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დამსახურებულად დაეუფლა ოქროს მედალს.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იყო, იპონით ისიც დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საქართველოსთვის პარიზში ეს მეორე ოქროს მედალია. მანამდე გუშინ ჩემპიონობა ლაშა შავდათუაშვილმა მოახერხა. საბოლოოდ, საქართველომ პარიზის გრანდ სლემი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომელიც ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12307