სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:58 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "კვარაცხელია ყოველთვის ახერხებს, რომ ტაში დაიმსახუროს და სახიფათო იყოს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიური მედია „სპეციასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა და რა თქმა უნდა, მედიამ მისი თამაში ძალიან მაღალი ქულებით შეაფასა.

Tuttomercatoweb: „კვარაცხელია ბურთზე პირველივე შეხებაზე აჩვენებს, რომ შეიძლება მთავარი გმირი იყოს, მეორეში კი ამპადუს ყვითელი ბარათი მიაღებინა. მეორე ტაიმში ანგარიში პენალტით გახსნა, საგოლე პასით კი თამაში დახურა“.

Eurosport: „პენალტზე ძალიან ცივად იმოქმედა. შთამბეჭდავია, როცა არაფრისგან ყოველთვის პოულობს რაღაცას, რომ თავი სახიფათოდ წარმოაჩინოს. 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა ყველა ტურნირზე. ნამდვილი დემონი“.

Corriere Dello Sport: „ქართველი ტალანტი, როცა შანსი ეძლევა ცეცხლოვანია. გოლი გაიტანა და შემდეგ ოსიმენის გოლში ძალიან გულუხვად ითამაშა, რითაც ნიგერიელმა დუბლი შეასრულა“.

Calcionapoli1926: „ნამდვილად ყველაზე ცოცხალი. მშვენივრად შეასრულა პენალტი, შემდეგ ოსიმენის ორივე გოლში მონაწილეობდა. მესამე გოლში დიდი ალტრუიზმით, რაც ამ გუნდის სულისკვეთებას აჩვენებს. ისინი გოლის ტყუპები არიან“.

Tuttonapoli: „პირველ ტაიმშიც კი, როცა სივრცეები არ ჰქონდა, ყველაზე შესამჩნევი იყო, ხშირად 3-4 მეტოქე მეურვეობდა. ანგარიში უნაკლო პენალტით გახსნა, რაც მიანიშნებს, რომ პენალტისტი ის იქნება. შემდეგ კი ოსიმენთან ფანტასტიკური ურთიერთგაგება აჩვენა, როცა საგოლე პასი გაუკეთა“.

Mediaset: „როგორც მთელმა გუნდმა მასაც არ დაუწყია იდეალურად, მაგრამ როცა ბურთი აქვს, ყოველთვის ახერხებს რაღაცის გამოგონებას, რაც აპლოდისმენტებს იწვევს“.

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო ტურში 12 თებერვალს კი ნეაპოლელთა მეტოქე „სტადიო მარადონაზე“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს, უშუალოდ სერია A-ში კი, 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 9 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი გამოიმუშავა - სტატისტიკა დიდებულია. აღსანიშნავია, რომ თუ ოსიმენი სერია A-ში გოლებით ლიდერობს, საგოლე პასებით (9) პირველ ადგილზე კვარაცხელიაა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.111482
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X