სხვა

0:38 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ხელბურთელი, თეიმურაზ ორჯონიკიძე ფინეთის თასის გამარჯვებულია

ფინეთის თასის ფინალში ქართველი ხელბურთელის, თეიმურაზ ორჯონიკის „რიიჰიმაენ ქოქსმა“ „BK-46“ 32:28 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.



ფინეთის თასი ფინალური ოთხეულის პრინციპით გაიმართა, სადაც ორჯონიკიძის გუნდი ნახევარფინალში „HIFK“-ს შეხვდა და მეტოქეს 26:32 სძლია, ხოლო მეორე ნახევარფინალი „ÅIFK“-სა და BK-46-ს შორის 26:38 დასრულდა. შესაბამისად ფინალში, „რიიჰიმაენ ქოქსი“ დაუპირისპირდა „BK-46“-ს და ფინეთის თასსაც დაეუფლა.



„ქოქსი“ ფინეთის თასის ისტორიაში მეორე საუკეთესო გუნდად მიიჩნევა, რომელმაც ფინალი მე-15-ედ ითამაშა და 11-ჯერ მიაღწია წარმატებას. პირველად „ქოქსმა“ ფინალი 2007 წელს მოიგო, ბოლოს კი შარშან იყო გასული, სადაც წლევანდელ მეორეადგილოსან „BK-46“-თან დამარცხდა.

ქართველი ხელბურთელი პოზიციით მარცხენა მცველია და ის „რიიჰიმაენ ქოქსის“ ღირსებას 2021 წლის სეზონიდან იცავს. მის ანგარიშზე ფინურ გუნდში 24 მატჩში 39 გატანილი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121637