ფეხბურთი

21:18 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი კალენდარზე: „ახლა ფიზიოთერაპევტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მწვრთნელი. ლოცვაც გამოგადგებათ“

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გადატვირთული სათამაშო კალენდრის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„უკმაყოფილოები ვართ. არ არის წორი 72 საათზე ნაკლებ დროში რომ ვთამაშოთ. არ არის სწორი ხვალ ისევ მინდორზე რომ გავალთ. მაგრამ იძულებულნი ვართ.

აღდგენაზე მეტი მუშაობა გვიწევს, ვიდრე ფიზიკურ მომზადებაზე. ვარჯიშისთვის დრო თითქმის აღარ რჩება. ახლა ფიზიოთერაპევტის მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწვრთნელისა. და თუ კათოლიკე ხართ, მაშინ ლოცვაც გამოგადგებათ.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

ხვალ, 5 თებერვალს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში, მადრიდის „რეალი" სტუმრად „მალიორკას" დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109475