ფეხბურთი

12:36 | 4.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ვფიქრობ პსჟ-მ ბლეფი გაითამაშა, არ მჯერა, რომ მბაპე ჩვენს წინააღმდეგ არ ითამაშებს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ კილიან მბაპეს ტრავმის არ სჯერა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შესაძლოა პსჟ იტყუება და მბაპეს ტრავმა სერიოზული არაა.

„არ მგონია, რომ მბაპე პირველ თამაშს დააკლდეს. არ ვიცი, რა პრობლემა აქვს, პსჟ-ს საიტზე საკმაოდ ბუნდოვანი პრესრელიზია. ვერ წარმომიდგენია, რომ არ ითამაშოს, შესაძლოა, მათ ბლეფი გაითამაშეს. თამაშისთვის ისე მოვემზადებით, თითქოს მბაპეც ითამაშებს“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, კილიან მბაპემ ბარძაყის დაზიანება მიიღო და წინასწარი ვარაუდით მიუნხენის „ბაიერნთან“ პირველ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115076