ფეხბურთი

22:31 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუეში" პირველად ივარჯიშა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში ვიზის პრობლემები მოაგვარა და „კარლსრუეში“ ვარჯიში დაიწყო.

28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დღეს საღამოს ივარჯიშა პირველად ახალ გუნდში და ამიერიდან გუნდის განკარგულებშია. „კარლსრუე“ უახლოეს მატჩს 5 თებერვალს, სტუმრად „მაგდებურგთან“ ჩაატარებს, თუმცა ითამაშებს თუ არა, ბუდუ ამ შეხვედრაში, ჯერ გადაწყვეტილი არაა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ორი დღის წინ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110217