ჭადრაკი

12:36 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძე - გრან პრის ეტაპზე

ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე ფიდეს ქალთა გრან- პრის მეორე ეტაპის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ასპარეზობა გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება 1-14 თებერვალს და პირველ ტურში ქართველი დიდოსტატის მეტოქე ყაზახეთის წარმომადგენელი ჟანსაი აბდუმალიკი იქნება.

ნანა ძაგნიძის გარდა ტურნირის მონაწილეთა შორის არიან: ანა და მარია მუზიჩუკები (ორივე უკრაინა); ჰამპი კონერუ, ჰარიკა დრონოვალი (ორივე ინდოეთი); ტან ჟონგი და ჟუ ჯინერი (ორივე ჩინეთი); ელიზაბეტ პეტცი და დინარა ვაგნერი (ორივე გერმანია); ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი); ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე); ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი).

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს წილად 15 000 ერგება.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში თითოეული მონაწილისთვის.

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110592