ფეხბურთი

11:18 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩის უარი არაბებს და ამერიკელებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, საუდის არაბეთისა და ამერიკული MLS-ის კლუბების შეთავაზებები უარყო - გვამცნობს Madrid Xtra.

წყაროს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი უკვე მეორედ ამბობს უარს არაბული კლუბის შეთავაზებაზე. პირველად ლუკამ „ალ-ნასრს“ შეუთვალა უარი, სადაც მისი ყოფილი რეალელი თანაგუნდელი, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.

მოდრიჩს მადრიდულ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს და არ აპირებს სხვა კლუბების შეთავაზებების განხილვას.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა ესპანურ პრიმერაში 17 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნახევარმცველი „რეალში" 2012 წელს „ტოტენჰემიდან" გადავიდა.

0.113446