ფეხბურთი

0:35 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ ორი პენალტი ვერ გაიტანა, მერე კი ტრავმის გამო შეცვალეს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის კილიან მბაპესთვის „მონპელიესთან“ მატჩი წარუმატებელი გამოდგა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ორი პენალტი გააცუდა და მერე კი ტრავმა მიიღო და მოედანზე დატოვა. მბაპეს „მონპელიეს“ მეკარემ პირველი პენალტი აუღო, მაგრამ მსაჯმა ფრანგ ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი თავიდან შეასრულებინა, რადგან კიპერს კარის ხაზზე ფეხი არ ედგა.

თუმცა, ლეკომისთვის ეს პრობლემა არ გამოდგა და მან მბაპეს მეორე დარტყმაც მოიგერია, რაშიც ძელიც დაეხმარა, ხოლო დამატებაზე მან ბურთი ცარიელ კარსაც ააცილა! ეს ყველაფერი თამაშის მე-10 წუთზე მოხდა, 10 წუთში კილიანი იძულებული გახდა მოედანი ტრავმის გამო დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ 31-ე წუთზე პსჟ-ს სერხიო რამოსიც დაუშავდა და ესპანელი მცველიც შეცვალეს.

ჯერჯერობით, უცნობია ფრანგი შემტევისა და ესპანელი მცველის ტრავმების ხარისხი, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე კი ორი კვირაა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს საფრანგეთის ლიგა 1-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა "მონპელიეს" 3:1 აჯობა და სატურნირო ცხრილს 51 ქულით ლიდერობს და "მარსელს" 5 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115264