ფეხბურთი

14:24 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზიეში პარიზში ჩავიდა

Le Parisien-ის ცნობით, „ჩელსის“ ნახევარმცველი, ჰაკიმ ზიეში, პარიზში ჩავიდა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის წინ, სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

ფრანგული კლუბი მაროკოელს კლუბიდან წასული პაბლო სარაბიას შემცვლელად განიხილავს. სარაბია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა.

პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი, ლუის კამპოსი, „ლურჯებთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მაროკოელის იჯარის თაობაზე. მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიაღწევენ. ფანჯარა 1 თებერვალს, შუაღამისას იხურება..

წყარო ასევე იუწყება, რომ ზიეშის პარტნიორმა მაროკოს ნაკრებში, აშრაფ ჰაკიმმა, „ჩელსის“ ფეხბურთელის ფრანგულ კლუბში გადასვლა დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ზიეში „ჩელსიში“ 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის პრემიერლიგის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122906