ფეხბურთი

1:42 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი გატუზოს: "მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები"

გიორგი მამარდაშვილი ჯენარო გატუზოს „ვალენსიადან“ გათავისუფლებას გამოეხმაურა. ქართველმა მეკარემ იტალიელ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები მისტერ! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ“, - დაწერა სოციალურ ქსელში მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო „ვალენსიას“ ზაფხულიდან ავარჯიშებდა და მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130706