ფეხბურთი

15:58 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეიმსი“ ყველა თამაშის შემდგომ 22 000 ფუნტით ჯარიმდება

საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელი „რეიმსი“ ყველა მატჩის შემდგომ 22 000 ფუნტით ჯარიმდება, მიზეზი კი ძალიან საინტერესოა.



კლუბის ნახევრად ბელგიელ, ნახევრად კი ინგლისელ 30 წლის მთავარი მწვრთნელს, უილ სთილს UEFA-ს პრო კატეგორიის ლიცენზია არ აქვს, რის გამოც „რეიმსს“ ყოველი მატჩის შემდგომ, რომელშიც სთილი ხელმძღვანელობს, ფულადი ჯარიმის გადახდა უწევს.

სთილის კუმირი სერ ალექს ფერგიუსონია და იგი ცდილობს მის კვალს მაქსიმალურად გაჰყვეს. როგორც თავად განაცხადა, მას ჩემპიონთა ლიგის კლუბის გაწვრთნა სურს, იდეალურ სამყაროში კი მას თავი პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელად წარმოუდგენია.

30 წლის სპეციალისტის გაწვრთნილმა „რეიმსმა“ გუშინ ჩემპიონატის ლიდერ „პსჟ“-ს ბოლო წუთზე ქულები აართვა, მთლიანობაში კი გუნდს უკვე 7 თამაშია არ წაუგია, ბოლო 16 მატჩში მხოლოდ 1 მარცხი აქვს და ლიგა 1-ში 26 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

0.117362