ფეხბურთი

13:19 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფ გალტიე: “იმედგაცრუებულები ვართ“

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და „რეიმსის“ წინააღმდეგ გამარჯვება ბოლო წუთს გაუშვა ხელიდან, რამაც კრისტოფ გალტიე დაამწუხრა.



„რა თქმა უნდა იმედგაცრუებულები ვართ. პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან ვერაფერი ვაჩვენეთ. რითმი და ინტენსივობა გვაკლდა. ტექნიკური წუნი ბევრი იყო და „რეიმსი“ გოლს პირველ ტაიმშიც იმსახურებდა. 10 კაცით დარჩენის შემდეგაც კი ბევრი ვიშრომეთ და მომენტები შევქმენით, მატჩის ბოლოს კი გვეგონა, რომ ამ შედეგს შევინარჩუნებდით და უცებ ბუმ! ძალიან ირონიულია, რომ გამოცდილება ბოლო 30 წამში დაგვაკლდა.“ - განაცხადა გალტიემ მატჩის შემდგომ.

2023 წელი „პსჟ“-სთვის წარუმატებლად დაიწყო. გუნდმა 4-დან 3 შეხვედრაში წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და 20 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარ „ლენსს“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

მომდევნო მატჩს პარიზელები 1 თებერვალს, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103298