ფეხბურთი

21:18 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშზე: "გუნდი სამი გოლისგან გადაარჩინა"

ლა ლიგის მე-18 ტურში „ვალენსია“ „ვალიადოლიდთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა. ქართველი მეკარის თამაში დღევანდელ შეხვედრაში ესპანურმა მედიამ ასე შეაფასა:

„რამდენჯერმე თავისი გუნდი გადაარჩინა, მაგრამ არ ყოფილა ისეთი მეკარე, როგორც მიჩვეულები ვართ. მან კარგი სეივები გააკეთა, თუმცა საეჭვო მომენტებიც ჰქონდა“, - წერს As-ი.

სამაგიეროდ, გიორგიმ ყველაზე მაღალი, 7 ქულა დაიმსახურა Eldesmarque-სგან, რომელიც წერს: „მეორე ტაიმში გუნდი „ვალიადოლიდის“ სამი გოლისგან გადაარჩინა“.

„ვალენსიას“ რიგებიდან საუკეთესოდ დაასახელა ქართველი მეკარე Superdeporte-მაც: „ქართველი პირველ ტაიმში მაყურებელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდი სამი გოლისგან იხსნა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 21 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად სამჯერ შეინახა. „ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 2 თებერვალს, სტუმრად მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

0.114368