ფეხბურთი

19:05 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ "ვალენსია" ისევ დამარცხდა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში „ვალენსია“ გასავარდნ ზონაში მყოფ „ვალიადოლიდს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა, რითაც მდგომარეობა უფრო დაუმძიმდა.

„ვალიადოლიდი“ ამ შეხვედრას ზედიზედ 5 წაგებით და ამ ხუთ მატჩში გატანილი გოლის გარეშე შეხვდა, მაგრამ „ლოს ჩე“ მაინც დაამარცხა. ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე კაილ ლარინმა გაიტანა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილს ბრალი არ მიუძღვის.

უფრო მეტიც, ქართველმა მეკარემ „ვალენსია“ 5-ჯერ გადაარჩინა, მათ შორის რთული დარტყმებიც მოიგერია და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა, რომ არა ლარინის გოლი, რადგან საბოლოოდ, საუკეთესოდ კანადელი თავდამსხმელი აღიარეს.

მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 21 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 2 თებერვალს, სტუმრად მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110229