კალათბურთი

11:34 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერმა კაკტუმა აუტსაიდერი ვერა ბოლო პერიოდში გატეხა

სუპერლიგის ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი პირველზე მყოფ “კაკტუსს” შეხვდა და ბრძოლაში დამარცხდა. ვერელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, რაც ლეგიონერთა ტრავმებით იყო გამოწვეული. გუნდს მათი შეცვლა მოუხდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი 2 ლეგიონერის ამარა დარჩა. წინ მთელი მეორე წრეა და ვერელები ბოლო ადგილის თავის დაღწევას ეცდებიან, თუმცა ამ გადმოსახედიდან, ეს მისია რთული შესასრულებელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდები ხვდებოდნენ, მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ვერა ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა შანსს. ის კი არა, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დერიკ ნიქსის ზუსტი სროლის შემდეგ ვერელებმა ლიდერობა მოიპოვეს – 58:57. კაკტუსისთვის ეს გამოდგა განგაშის ზარი და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა მოთამაშეებმა დარჩენილ დროში მეტოქეს აჯობეს.

გამოსარჩევია რაიან ალენისა და ჯეისონ კოპმანის შედეგიანობა, რომლებმაც მორიგეობით მითვილი ქულებით ვერას გასამარჯვებლად საკმარისი გამარჯვება დაუბევეს. საბოლოოდ მატჩი კაკტუსელთა 11-ქულიანი გამარჯვებით – 82:71 (სტატისტიკა) დასრულდა. საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა ჯეისონ კოპმანს, რომელმაც 17 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 18 ქულა და 10 მოხსნა სედრიკ ალლეის ანგარიშზეა. 16 ქულით რაიან ალენი გამოირჩა. ვერელთაგან 26 ქულით, 10 მოხსნითა და 5-5 ჩაჭრა-პასით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძ. ბორის თორთლაძის ანგარიშზე 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111307