ფეხბურთი

18:56 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰაჯიჩმა გნაბრი გააკრიტიკა: "ეს მოყვარული ფეხბურთელის ქცევა იყო"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა სერჟ გნაბრი გააკრიტიკა.

გერმანელმა ფეხბურთელმა „ლაიფციგსა“ და „კიოლნთან“ მატჩებს შორის ერთდღიანი დასვენების პერიოდი პარიზში Fashion week-ზე წასასვლელად გამოიყენა, რის გამოც სალიჰაჯიმიჩმა საჯაროდ გააკრიტიკა.

„ეს იყო მოყვარული ფეხბურთელის ქცევა, რომელიც არ მომეწონა. მიუნხენის „ბაიერნში“, როდესაც დასვენების დღე გაქვს, გარეთ არ გადიხარ. დასვენების დღე ნიშნავს დასვენების დღეს და მომდევნო თამაშისთვის აღდგენას“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნმა“ ვერც „ლაიფციგი“ და ვერც „კიოლნი“ დაამარცხა - ორივე მატჩი 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102134