ჩოგბურთი

18:22 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა თანრიგში ფინალისტები ცნობილია (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა თანრიგში ფინალისტები გამოვლინდა - აინა საბალენკა ელენა რიბაკინას დაუპირისპირდება.

ელენა რიბაკინამ ნახევარფინალში ვიქტორია აზარენკა ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა და საამისოდ საათი და 43 წუთი დასჭირდა. პირველი სეტი მართლაც დაძაბული იყო და ყაზახმა ბელარუს ჩოგბურთელს ტაიბრეიკზე 7:4 აჯობა, ხოლო მეორე სეტში ელენას უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. უიმბლდონის ჩემპიონი რიბაკინა ამჯერად ჩემპიონობასთან ახლოს ავსტრალიის ღია პირველობაზეა.

მეორე ნახევარფინალში აინა საბალენკამ პოლონელი მაგდა ლინეტი ასევე ორ სეტში დაამარცხა, საათსა და 35 წუთში. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ პირველი სეტი იყო დაძაბული, რომელიც ბელარუსმა 7:6 მოიგო, ტაიბრეიკზე - 7:1. მეორე სეტში კი აინა დიდ უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ორადორი გეიმი დაანება და 6:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საბალენკა დიდი სლემის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

შედეგად, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 28 იანვარს, ყაზახი ელენა რიბაკინა და ბელარუსი აინა საბალენკა შეხვდებიან.

0.115132