ფეხბურთი

0:15 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მესის გარდა სხვა არგენტინელებს პატივს არ ვცემ, რადგან ცუდად იქცევიან"

„მილანის“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც კილიან მბაპესა და არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონობას იმსახურებდა, მაგრამ სხვა არგენტინელი ფეხბურთელები ცუდად იქცეოდნენ და ამიტომ, მათ პატივს არ სცემს.

„საფრანგეთი მიყვარს, ამ ქვეყანაში 4 წელი გავატარე და ფრანგული ფეხბურთი მსოფლიო დონეზე ავიყვანე. ეს არ არის ქედმაღლობა, ეს თავდაჯერებულობაა.

მბაპე? მასზე არ ვღელავ, ის ნამდვილად მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კატარში არგენტინა მოიგებდა. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით კიდევ უფრო დაამახსოვრდებათ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენებს? როგორც პროფესიონალი, არ შემიძლია პატივი ვცე მათ, ვინც ასე იქცევა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

0.111304