ფეხბურთი

17:36 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო ბათუმი“ სერბი ნახევარმცველით გაძლიერდა

ახალი სეზონიდან „დინამო ბათუმის“ ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი - ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.



კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ვიდაკოვიჩი კლუბს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, ბათუმელებს კი მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

ვიდაკოვიჩი ბოლოს სლოვენიური „მარიბორის“ ღირსებას იცავდა, სადაც 12 მატჩი ჩაატარა. იქამდე სერბი ფეხბურთელი სამშობლოში, „ვოზდოვაცის,“ „რადნიჩკის,“ „ჰაიდუკისა“ და „სპარტაკ სუბოტიჩას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა გუშინ სენეგალის ნაკრების თავდამსხმელის, მუსა კონატეს ტრანსფერიც დაადასტურეს.

0.116698