სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:30 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: “კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ვაპირებ“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მერებაშვილი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, პოლონურ მედიას „ვისლა პლოცკში“ გატარებულ პერიოდზე ესაუბრა:



„ჩემს გარშემო ყველაფერი კარგადაა. ჯანმრთელი ვარ და არაფერი მაწუხებს. ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ და შეთავაზებებს ველი.“

„ვისლაში“ 5 წელი გავატარე და ეს დრო კარგად მემახსოვრება. ამ პერიოდში ბევრი ემოცია გადავიტანე. პლოცკში მართლაც შესანიშნავი დრო გავატარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო.“

„რთული გამოსარჩევია ჩემი 21 გოლიდან რომელი იყო საუკეთესო, თუმცა ყველა კარგად მახსოვს. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლები „ზაგლებიეს“ გავუტანე, როდესაც 2:1 მოვიგეთ და მეორე გასვლით მატჩში „ზაბრზესთან“ გატანილი გოლი, რომელიც არამხოლოდ ჩემთვის, გუნდისთვისაც ძალიან მნიშნველოვანი იყო, რადგან ექსტრაკლასაში დავრჩით. რაც შეეხება ყველაზე გიჟურ მატჩს, ის „გორნიკ ლეჩნას“ წინააღმდეგ გვქონდა, როდესაც 0:2-ს ვაგებდით, თუმცა მოვატრიალეთ. იმ მატჩში საგოლე გადაცემა შევასრულე და ბოლო გოლი გავიტანე.“

„1-2 წელი კიდევ მინდა თამაში, რადგან თავს კარგად ვგრძნობ. ფიზიკურად კარგად გამოვიყურები და თამაშის გაგრძელებაც შემიძლია. კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილი მაქვს, რომ მწვრთნელი უნდა გავხდე. სამწვრთნელო ლიცენზიის კურსების გავლა უკვე დავიწყე და 1 წელში UEFA-ს A კატეგორიის სერტიფიკატიც მექნება. „ვისლაში“ სიამოვნებით დავბრუნდებოდი ახალი ამპლუით.“

„გუნდიდან წასვლის წინ პრეზიდენტს ვესაუბრე. სასიამოვნო საუბარი გვქონდა. მან მითხრა, რომ ჩემი კარი აქ ყოველთვის ღია იქნება, წარმატებები მისურვა მომავალში და სულ ეს იყო.“

„რამდენიმე მოთამაშესთან კონტაქტი კვლავ მაქვს. ვწერ, ველაპარაკები და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ. ვნახე გულშემატკივრების მიერ არჩეული „ვისლას“ ბოლო 20 წლის საუკეთესო თერთმეტეული და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ გულშემატკივრებს ასე დავამახსოვრდი. მათ შესახებ საათობით შემიძლია ვისაუბრო. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი ამიტომ მინდა ყველას, გუნდსაც და გულშემატკივრებსაც დიდი მადლობა გადავუხადო.“

„ახალი სტადიონის გახსნაზე შეიძლება მოვიდე. ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის“

გიორგი მერებაშვილმა „ვისლა პლოცკის“ შემადგენლობაში 2016-2021 წლებში 136 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114887
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X