თამაშგარე

12:53 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანოს ციციპასმა თავისი ფავორიტი მსახიობი, მარგო რობი Australian Open-ზე მიიწვია

ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა ბერძენი ჩოგბურთელისა და ავსტრალიელი მსახიობის პოტენციური დუეტია.



სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ავსტრალიელ მსახიობს, მარგო რობის მის მატჩზე მიწვევა გაუგზავნა. როგორც თავად ბერძენმა განაცხადა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ რობი მისი ფავორიტი მსახიობია.

„ავსტრალიაში ძალიან ბევრი რამე მომწონს, ჩემი ფავორიტი მსახიობი მარგო რობია, რომელიც ასევე ავსტრალიელია. კარგი იქნებოდა ის ტრიბუნებზე მენახა ჩემი თამაშისას“ - განაცხადა მატჩისშემდგომ ინტერვიუში ციციპასმა.

ამ ფაქტმა განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება იმიტომ ჰპოვა, რომ ორივე მათგანს არაოფიციალური პარტნიორი ჰყავს, თუმცა საზოგადოება მსგავსი წყვილის ჩამოყალიბების მომხრეა.

0.107765