ფეხბურთი

19:10 | 24.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს, ფანები გატუზოს გათავისუფლებას ითხოვენ

„ვალენსია“ კრიზისშია და ფანები ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას ითხოვენ. „ლოს ჩეს“ სეზონის განახლების შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

ვალენსიელებმა ბოლოს ნოემბერში „ბეტისთან“ იმარჯვეს (საუბარია მხოლოდ ლა ლიგაზე), მას შემდეგ კი ორი მატჩი წააგო და ერთხელ ფრე ითამაშა. გიორგი მამარდაშვილის გუნდი 20 ქულით მე-12 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

გულშემატკივრები შეშფოთებული არიან და სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად გატუზოს დათხოვნას ითხოვენ, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა, როცა ხოსე ბორდალასი შეცვალა. თავის მხრივ, კლუბის მფლობელის, პიტერ ლიმის გადადგომას და კლუბის გაყიდვა ძველი მოთხოვნაა.

„ვალენსია“ პარალელურად ესპანეთის თასზე თამაშობს, სადაც მეოთხედფინალში „ბილბაოს“ შეხვდება. ეს ტურნირი გატუზოსთვის სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსია, მაგრამ ფაქტია, ლა ლიგაშიც მოუწევს ქულების დაგროვებაზე ფიქრი, რადგან სახიფათო ზონა ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119602