ფეხბურთი

16:56 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კამავინგას "არსენალში" გაყიდას არ აპირებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ედუარდო კამავინგას ლონდონის „არსენალს“ უკავშირებენ, მაგრამ „სამეფო კლუბი“ ფრანგ ფეხბურთელის გასხვისებას როგორც ჩანს არ აპირებს.

როგორც „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, კამავინგა ხელშეუხებელი ფეხბურთელია:

„კამავინგა ხელშეუხებელი მოთამაშეა, როგორც მოდრიჩი და კროოსი“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ედუარდო კამავინგამ „რეალის“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112719