ფეხბურთი

19:16 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" იან ზომერი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მანუელ ნოიერის შემცვლელი დაიმატა - იან ზომერი. 34 წლის შვეიცარიელი მეკარის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ზომერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ მას „გლადბახთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, რამაც მოლაპარაკებები გაამარტივა. თავის მხრივ, „გლადბახმა“ იანი მისი თანამემამულით, იონას ომლინით შეცვალა, რომელიც „მონპელიეში“ თამაშობდა.

„მოუთმენლად ველოდები „ბაიერნში“ თამაშს, ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი გავხდი და წინ ბევრი მიზნები მაქვს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „გლადბახს“ რვანახევარი ფანტასტიკური წლისა და ტრანსფერისთვის“, - თქვა შვეიცარიის ნაკრების კაპიტანმა.

იან ზომერი „გლადბახში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 335 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „ბაზელის“, „ვაცუდისა“ და „გრასჰოპერსის“ კიპერი იყო. შვეიცარიის ნაკრებში იანმა 2012 წლიდან დღემდე 80 შეხვედრა ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ მანუელ ნოიერი ფეხის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. არსებობს ვარაუდი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგაც გერმანელი ძველ ფორმაში ვერ დაბრუნდება, რადგან დაზიანება სერიოზულია.

0.117247