ფეხბურთი

13:21 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი სამედიცინო შემოწმებაზე მადრიდში გაემგზავრა

„ბარსელონას" თავდამსხმელი, მემფის დეპაი, მადრიდში გაემგზავრა სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ის „ატლეტიკოში" გადასვლას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

გარიგება დასრულდა. „ბარსელონა“ დეპაიში 3-4 მილიონ ევროს მიიღებს.

მემფისმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ლიგის სატურნირო ცხრილს 41 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს. „ატლეტიკო“ (28) კი მეექვსე ადგილზეა.

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავდამსხმელმა ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში ხუთჯერ ითამაშა და ერთხელ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115056