ფეხბურთი

23:55 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა, მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა

ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსია“ ლა ლიგა 2-ის ბინადარ ხიხონის „სპორტინგს“ სტუმრად დაუპირისპირდა და იოლად, 4:0 მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდა.

ჯენარო გატუზო გიორგი მამარდაშვილს კოპა დელ რეის გათამაშებაშიც ენდობა და ქართველი მეკარე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია და კარის მშრალად შენახვაც მარტივად მოახერხა.

„ვალენსიამ“ კი მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა ედინსონ კავანიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ჯასტინ კლუივერტმა მიითვალა. მეორე ნახევარში „ლოს ჩემ“ უპირატესობა სამუელ ლინოს გოლით გაზარდა და საბოლოოდ, 4:0 მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა.

აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ მომდევნო მატჩს 23 იანვარს, ლა ლიგაში, საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113753