ფეხბურთი

18:05 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონი: "მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნა ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესი იყო"

ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა რიშარლისონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ხორვატიასთან მარცხზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც ბრაზილიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, ეს ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესი ტკივილი იყო:

„ხორვატიასთან წაგება შოკი იყო, ოჯახის წევრის დაკარგვაზე უარესი გახლდათ“, - თქვა რიშარლისონმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მუნდიალს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.

0.11399