ფეხბურთი

16:15 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

16 იანვარს, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. წლის პირველ სხდომაზე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.



2023-2027 წლების სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს. სფფ-ში პრეზიდენტობის კანდიდატად ლევან კობიაშვილი 29 სუბიექტმა წარადგინა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სხდომის დასრულების შემდეგ როგორც მოახლოებული საარჩევნო ყრილობის, ისე წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ისაუბრა.

„აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. მათ შორის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება.

რამდენიმე თვის წინ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა, სტრატეგია და სწორედ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელებს ფეხბურთის ფედერაცია და პირადად მე ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენი მიზანი ყოველთვის იქნება უკეთესი ხვალინდელი დღე, რასაც ყოველდღიურად ვადასტურებთ ჩვენი მუშაობით. შესაბამისად, ასე გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანი წელი გველის, რადგან მარტის ბოლო იწყება ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გველოდება, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ამავდროულად, ეს არის დიდი მონაპოვარი, რასაც სტადიონების და ზოგადად ინფრასტრუქტურის კუთხით მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, უფრო და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შევქმნათ, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვთა ფეხბურთის, ისე საკლუბო დონეზე ჩვენი ფეხბურთის წინსვლას.“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო რადისონში, 12:00 საათზე გაიმართება.

GFF.GE

თეგებისფფ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111058