ფეხბურთი

2:20 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლიგა 1-ის ბოლო სამ ტურში მეორედ დამარცხდა

„პარი სენ ჟერმენი“ 2023 წელს იდეალურ კონდიციაში ვერ შეხვდა და საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო სამ ტურში მეორედ წააგო.

კრისტოფ გალტიეს გუნდი მანამდე სტუმრად კონკურენტ „ლანსთან“ დამარცხდა, ახლა კი „რენთან“ ვერაფერი გააწყო და 0:1. გამარჯვების გოლი მასპინძელთა კაპიტანმა ჰამარი ტრაორემ 65-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ „რენის“ კარში ზუსტად ერთადერთხელ დაარტყა და მარცხი დამსახურებულად განიცადა.

შედეგად, ლიგა 1-ში პირველი წრე დასრულდა და პსჟ 47 ქულით ლიდერია, მაგრამ „ლანსთან“ მხოლოდ 3-ქულიანი უპირატესობა აქვს, შორს არც „მარსელია“, რომელსაც 5 ქულით უსწრებს.

თეგებიპსჟრენი
0.099252