ფეხბურთი

20:12 | 15.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა „ბაიერნში“?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა, „ბაიერნში“ გადასვლასთან ახლოსაა - გვამცნობს Sportskeeda.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა მას ტრავმირებული მანუელ ნოიერის შემცვლელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ყატარის მუნდიალიდან ნაადრევად გავარდნის შემდეგ, გერმანელთა მეკარე ნოიერი დასასვენებლად გაემგზავრა მთიან კურორტზე და თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა. ექიმების დასკვნით, ის სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ამიტომ ბავარიელები შემცვლელს ეძებენ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში დე ხეამ მანჩესტერელთა მაისურით 18 მატჩი ჩაატარა. მანკუნიანელბთან მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11407