ფეხბურთი

2:17 | 13.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ზედიზედ მესამე წაგება და ჟოაო ფელიქსის წითელი ბარათი სადებიუტო შეხვედრაში

ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ფულჰემმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გრემ პოტერის გუნდი ღრმა კრიზისშია და ინგლისის თასსაც თუ მივათვლით, ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. კონკრეტულად პრემიერლიგაში კი ბოლო სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. რა თქმა უნდა, შეიძლება ტრავმებზე საუბარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს შედეგები „ჩელსის“ არ შეეფერება.

პირველი გოლი ვილიანმა გაიტანა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. მეორე ტაიმის სტარტზე კალიდუ კულიბალიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ კარლოს ვინისიუსმა მასპინძლები მეორედ და საბოლოოდ დააწინაურა.

„ჩელსიში“ დებიუტი ჰქონდა ჟოაო ფელიქსს, რომლის ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დადასტურდა და დღეს უკვე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. თუმცა 58-ე წუთზე პორტუგალიელი ფეხბურთელი უხეშობისთვის გააძევეს - ამრიგად, მისი ლონდონური კარიერა წითელი ბარათით დაიწყო.

„ჩელსი“ 25 ქულით მეათე ადგილზეა, „ფულჰემმა“ კი პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხედ მოიგო და 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

„ფულჰემი“ – „ჩელსი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვილიანი (25), 1:1 კულიბალი (47), 2:1 კარლოს ვინისიუსი (73)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109454