ფეხბურთი

10:47 | 12.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მუნდიალის შემდეგ პირველად ითამაშა და გაიტანა

ოთხშაბათს, ფრანგული ლიგა 1-ის მე-18 ტურში, „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „ანჟეს“ 2:0 მოუგო და გათამაბის ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს.

მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს. თავი უგო ეკიტიკემ გამოიჩინა. 72-ე წუთზე კი ლიონელ მესიმ საჯარიმოს გარედან მეორე ბურთი გაიტანა, რომელიც მხოლოდ ვარ-ის გადამოწმების შემდეგ ჩაითვალა.

ეს მესის პირველი მატჩი და გოლი გახლდათ პარიზულ კლუბში, არგენტინელთა ტრიუმფალური მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11199