ფეხბურთი

17:58 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოელ ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან დაითხოვეს

ნოელ ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ არის. ის დაკავებული თანამდებობიდან აღმასრულებელმა კომიტეტმა გადააყენა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ლე გრეს გადადგომა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან ზინედინ ზიდანზე ირონიულად ისაუბრა და განაცხადა, რომ მის შესახებ არაფერი აინტერესებს და მის სატელეფონო ზარებსაც არ უპასუხებს.

ლე გრეს გარდა, თანამდებობა დაატოვებინეს ვიცე-პრეზიდენტ ფლორენს ჰარდუინს, ხოლო პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ფილიპ დიალო შეასრულებს.

ნოელ ლე გრე 2005-2011 წლებში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო 2011 წლიდან პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა ძალაში დატოვა დიდიე დეშამის კონტრაქტი 2026-წლამდე, რომელსაც მწვრთნელმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა.

ნოელ ლე გრეს პრეზიდენტობისას საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო, გარდა ამისა, თითოჯერ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112264