ფეხბურთი

14:27 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე სეზონის დამთავრებისთანავე სიმეონე „ატლეტიკოდან“ წავა

მიმდინარე სეზონის დამთავრებისთანავე „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, პოსტს დატოვებს - განაცხადა El Chiringuito TV-ის ეთერში ჟურნალისტმა პაკო კარიდადმა. მისი ცნობით, სიმეონემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა კლუბის გენერალურ დირექტორს, მიგელ ანხელ ხილს.

არგენტინელი სპეციალისტი „ატლეტიკოში“ 2011 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩენიონობა, ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი. ამდენჯერვე გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10428