ფეხბურთი

10:28 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლე გრე: "არ მაინტერესებს ზიდანი სად იმუშავებს, ჩემთან რომ დარეკოს, არ ვუპასუხებ"

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აინტერესებს, სად იმუშავებს ზიდანი.

"ზიდანი ბრაზილიის ნაკრებში? არ მაინტერესებს, შეუძლია წავიდეს, სადაც უნდა! ის შეიძლება წავიდეს სადაც უნდა, კლუბში, ეროვნულ ნაკრებში, არ მაინტერესებს ის, რაც მას ეხება. თუ ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას? რა თქმა უნდა, არა, მე მის ტელეფონსაც არ ვუპასუხებდი. ჩვენ არასდროს გვიფიქრია დეშამთან განშორება“, - აღნიშნა ლე გრემ.

მოგეხსენებათ, დიდიე დეშამს საფრანგეთის ნაკრებში კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს, შესაბამისად, ზიდანის „მამლებში“ დანიშვნა მინიმუმ 4 წლით გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ ლე გრეს ზემოხსენებულ კომენტარს კილიან მბაპე გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ზიდანი საფრანგეთია. ასეთი ლეგენდა პატივისცემას იმსახურებს“, - დაწერა კილიანმა.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.

0.112157