ფეხბურთი

22:52 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსი" გაანადგურა და თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ინგლისის ასოციაციის 1/32 ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და გრემ პოტერის გუნდი, რომელიც საშინელ ფორმაშია, 4:0 გაანადგურა.

ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, როცა რიად მაჰრეზმა, ხულიან ალვარესმა და ფილ ფოდენმა „არისტოკრატთა“ კარი სამჯერ დალაშქრეს. მატჩის მიწურულს ალჟირელმა შემტევმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „ჩელსი“ ასოციაციის თასს გამოეთიშა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 1/16 ფინალში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113415