ფეხბურთი

12:44 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს და "მარსელის" ყოფილი ფეხბურთელი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვეტერანი კამერუნელი ფეხბურთელი მოდესტ მ’ბამი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია „პარი სენ ჟერმენისა“ და „მარსელის“ ვებგვერდებმა გაავრცელეს, სადაც ის კარიერის განმავლობაში თამაშობდა.

მ’ბამის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა და სიცოცხლე მხოლოდ 40 წლის ასაკში შეწყვიტა.

კამერუნელი კარიერის განმავლობაში „სედანის“, „ალმერიას“, „დალიანის“, „ალ-იტიჰადის“, „მილიონარიოსისა“ და „ლე ჰავრის“ წევრი იყო, სადაც კარიერა 2016 წელს დაასრულა. თუმცა, გამორჩეული წლები პსჟ-სა (2003-2006) და „მარსელს“ (2006-2009) უკავშირდება.

კამერუნის ნაკრებში მოდესტ მ’ბამიმ 2000-2009 წლებში 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა, რომლის რიგებში 2000 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო 2003 წელს კონფედერაციათა თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122585