ფეხბურთი

21:36 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"გრენობლმა" გიორგი კოხრეიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა

„გრენობლი“ გიორგი კოხრეიძემ დატოვა. მხარეები კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კოხრეიძე „გრენობლს“ 2021 წელს „საბურთალოდან“ შეუერთდა, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მან ამ პერიოდში ფრანგულ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

გიორგი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და 2015-2021 წლებში თბილისური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116533