სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:15 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაცი ჩვენი ბავშობიდან
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1991 წელი დაუვიწყარი იყო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლებაც ბოლო 70 წლის მანძილზე პირველად გვყავდა. ეს წელი მშვენივრად დაიწყო და საშინლად - სამხედრო გადატრიალებით დასრულდა, რამაც შემდგომში ჩვენი ქვეყნის დიდხნიანი დაცემა და მრავალი უბედურება გამოიწვია. თუმცა, სამხედრო პუტჩამდე მახსოვს 1991 წლის მაისი, როდესაც „სოიუზპეჩატის“ ჯიხურებთან რიგში მდგარი ხალხი პოლიტიკური თემატიკის გაზეთებს იტაცებდა, ფეხბურთზე გადარეული ბავშვები კი სპორტული შინაარსის რაგინდარა ქვეყნის ჟურნალ--გაზეთების მოპოვების ოცნებაში ვიყავით.

სწორედ მაშინ, 1991 წლის მაისის ბოლოს, ჯიხურში სასწაულად ნაყიდ ჩეხური ჟურნალ „სტარტიდან“ გავიგე პირველად ამბავი, რომ იტალიის ჩემპიონი გენუის „სამპდორია“ გამხდარიყო, მისი ლიდერი, ჯანლუკა ვიალი კი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად ეცნოთ. აბა, საბჭოთა თბილისში გაზრდილ ბავშვებს ჩეხური ენა საიდან გვეცოდინებოდა, მაგრამ არც ისე რთული იყო უხარისხო ქაღალდზე, მაგრამ მაინც ფერად „სტარტში“ ჩეხურად დაწერილი გუნდებში ნაცნობი სახელების ამოკითხვა და იმის გაგებაც, რომ სკუდეტოთი ხელდამშვენებული კაცი ჯანლუკა ვიალი იყო, რომელმაც ჩეხ ჟურნალისტებს ინტერვიუც მისცა, საიდანაც მხოლოდ სიტყვები: „ლიდერი“, „სკანდალი“, და „ჩემპიონი“ იყო ჩვენთვის ცნობილი.

1992 წელს ვიალი უკვე ტელევიზორში ვნახე, როდესაც ელექტრონერგიის დეფიციტის მიუხედავად, მოხდა სასწაული და ერთ-ერთ რუსულ არხზე ჩემპიონთა თასის ფინალი - „ბარსელონა“-„სამპდორია“ გვაჩვენეს. ეს თამაში კატალონიელებმა დიდი წვალებით და დამატებით დროში ჯახირით მოიგეს. მეორე დღეს სკოლაში ყველა ამ ფინალზე და მატჩის პერიპეტიებზე ლაპარაკობდა. მაშინ ჯანლუკა ვიალი უკვე ჩემი კერპი იყო და მარადონას შემდეგ ალბათ ყველაზე მაგარ ფეხბურთელად მიმაჩნდა. მარადონაც პაპაჩემის დიდი გავლენითა და მეოხებით შევიყვარე არგენტინისთვის დანავსული 1990 წლის მუნდიალიდან.

ჯანლუკა ვიალიმ საბოლოო ჯამში მაინც მოახერხა და აღმართა ჩემპიონთა თასი, ოღონდ ეს „სამპდორიას“ მაისურით არ გაუკეთებია. 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს ვიალი უკვე ტურინის „იუვენტუსში“ თამაშობდა და თბილისელი ბიჭების ოცნებები ლიგის ფინალის ნახვაზე, ისევ და ისევ ყბადაღებულმა ენერგოკრიზისმა დაასამარა, როდესაც ხუთი წუთის დაწყებული თამაშის დროს გამოირთო დენი და მთელი ღამე აღარ მოსულა. ავადსახსენებელმა დენის ჩაქრობის „ეპიდემიამ“ მანამდე გამოგვატოვებინა 1995 წლის თასების თასის ნახევარფინალი, სადაც „სამპდორიამ“ ლონდონის „არსენალთან“ დრამატულად წააგო პენალტების სერიაში და კიდევ უამრავი საოცნებო შეხვედრა. არ ვიცი, ახლა ცოცხლები არიან თუ არა მაშინდელი „ენერგეტიკის მამები“ და მეტს აღარ დავწერ ამ თემაზე, თორემ აუცილებლად ქართლ-კახური გამოთქმებისკენ გამექცევა კალამი...

ისე მოხდა, რომ როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ოფიციალურად ჩაება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში და ჯგუფში იტალია პირველად შეგვხვდა, ვიალი უკვე აღარ თამაშობდა იტალიის ნაკრებში და მისი „ცოცხლად“ ნახვის საშუალება აღარ მქონდა. ჯანლუკა ბოლო წლებში იტალიის ნაკრებში მუშაობდა და პანდემიისა და სხვა პრობლემების გამო ვერც მანჩინის ფორმაციის ნაკრების თამაშის სტადიონზე ნახვა შევძელი. აღარაფერს ვამბობ იმ პერიოდზე, როდესაც ვიალი ლონდონის „ჩელსის“ არაორდინალური, თუმცა მაგარი მწვრთნელი იყო. დღემდე მშურს ყველა ქართველის, ვინც გასული საუკუნის 90-იან და 2000-იან წლებში ლონდონში მოხვდა და „სტემფორდ ბრიჯიზე“ ნერვიულად მოსიარულე ვიალის ნახვა შეძლო. მე ეს კაცი ვერ ვნახე, მაგრამ ერთ-ერთი ვარ იმ მილიონობით ქომაგს შორის, რომელიც მას ასე, უნახავადაც უყვარდა, აფასებდა და აღიარებდა, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ჩვენი ბავშვობის წლებიდან.

სამწუხაროდ, ჩვენი ბავშობიდან შემორჩენილი მოგონებები მუდამ ლამაზად ვერ მიგვყვება მთელი ცხოვრების მანძილზე და ხშირად დარდით უფრო ვიხსენებთ მათ. ჯანლუკა ვიალიც ერთ-ერთი ასეთი - დარდით გასახსენებელი ვინმე გამოდგა. დიდხანს ცდილობდა რთული ხვედრის შეცვლას და თავგამოდებით ებრძოდა ვერაგ სნეულებას - პანკრიასის სიმსივნეს, მაგრამ სამწუხაროდ იტალიური გრანდების ძლევა უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე კიბოს დამარცხება. რას ვიზამთ, ხანდახან დიდი ადამიანებიც მარცხდებიან!...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112532
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X