ფეხბურთი

2:04 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ჩელსი" დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ სიტი“ ლონდონში „ჩელსის“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც „არსენალთან“ ჩამორჩენა შეამცირა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 63-ე წუთზე ჯეკ გრილიშის პასით რიად მაჰრეზმა გაიტანა. დარჩენილ დროში ლონდონელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს და მორიგი მარცხი განიცადეს.

„მანჩესტერ სიტიმ“ ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერ „არსენალს“ კი 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ჩელსი“ 25 ქულით მხოლოდ მეათე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113759