ფეხბურთი

15:43 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალს" ახალი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი ჰყავს

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

37 წლის სპეციალისტი აქამდე „სიონს“, „თელავს“, „შევარდენს“, „მეშახტეს“, „შუქურასა“ და „საბურთალო 2“-ს ავარჯიშებდა, ასევე მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბშიც.

ახალგაზრდა მწვრთნელმა „სამგურალში“ გიორგი მიქაძე შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.

აქვე გეტყვით, რომ „სამგურალს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - მიხეილ აშვეთია, რომელიც ბოლოს ამ კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112666