ფეხბურთი

10:52 | 3.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს და ჰაქიმის დასვენება სჭირდებათ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები, კილიან მბაპე და აშრაფ ჰაქიმი რამდენიმე დღეს დაისვენებენ - თქვა ლიგა 1-ის მე-17 ტურის მატჩში „ლანსთან“ წაგების შემდეგ (1:3) პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ.

ფრანგი სპეციალისტის აზრით, ორივე ფეხბურთელმა ახლახან დამთავრებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საკმარისზე მეტი დავირთვა მიიღო და ახლა მცირე დასვენება სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ მბაპემაც და ჰაქიმიმაც ტურნირზე 7-7 მატჩი (ანუ, მაქსიმუმი) ჩაატარეს. ფრანგებმა ფინალში პენალტების სერიაში წააგეს არგენტინასთან, მაროკოელები კი მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატებთან დამარცხდნენ (1:2).

„ლანსთან“ პსჟ-ის ლიდერებს, ნეიმარს და ლიონელ მესის არ უთამაშიათ. ახლა პარიზული კლუბი 44 ქულით ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მას კვალში 40-ქულიანი „ლანსი“ უდგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112339